10 ათას 900-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განლაგებულია კურსკში, როგორც რუსეთის საჰაერო სადესანტო და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ზოგი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარე ბრძოლებში უკვე მონაწილეობს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა დაზვერვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ასევე გაგზავნა დამატებითი იარაღი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, მათ შორის თვითმავალი ჰაუბიცები და მრავალი სარაკეტო გამშვები.
სამხრეთ კორეელი დეპუტატის თქმით, დაზვერვის ეროვნული სამსახური ცდილობს უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ჯარების დანაკარგის დადგენას.