ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშთან.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ერთ-ერთი მათგანი ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
როგორც შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.