შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ), 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 505 667.28 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.