PRIME TIME-ის ინფორმაციით, "ლელომ" უარი თქვა შეუერთდეს ვარაზის ხევის პიკეტირებას.
როგორც სააგენტო იუწყება, პარტიის ლიდერებმა ტერიტორია დატოვეს.
თბილისში, რუსთაველოს გამზირზე აქცია სახელწოდებით “დაიბრუნე შენი ხმა" მიმდინარეიბს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კერძო დამკვირვებლებმა შეკრებილებს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათი მტკიცებით, 2024 წლის საპარლმენტო არჩევნებში დააფიქსირეს.
პარლამენტის წინ გამართულ აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
აქციის პარალელურად "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე გზა გადაკეტეს და კარვები გაშალეს.
ავტომობილებისთვის მოძრაობა ვარაზისხევზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე შეზღუდულია. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, აღნიშნული აქცია 24 საათიანია და ხვალ, საღამოს 8 საათიდან, საზოგადოებას ახალი გეგმების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.