ბათუმში არსებულ სკვერებში, პარკებსა და ეზოებში გამწვანება მიმდინარეობს. ამჟამად გამწვანების სამუშაოები დადიანის, გრიშაშვილის, ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე ხორციელდება.
2 თვის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით დაირგო 900-ამდე ხე-მცენარე, მათ შორის 350-ამდე მარადმწვანე დეკორატიული მცენარე ძველ ბათუმში. მიმდინარე წელს გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ქალაქის მასშტაბით 8 000-ამდე ხე-მცენარე დარგო.