სპორტის დამსახურებული მოღვაწე ოლიმპიური მედლით დააჯილდოვეს

17 ნოემბერი 2024, 11:52 457 ნახვა

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ჯემალ არობელიძე, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა. ჯემალ არობელიძე არის ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში, ქობულეთის რჩეული და საპატიო მოქალაქე. მის სახელს უკავშირდება ჩვენს რეგიონში ძიუდოს, ქართული და თავისუფალი ჭიდაობის განვითარება.
სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან სპორტულ თანამდებობებზე. 2005 წელს მისი თაოსნობით დაარსდა აჭარის სპორტული ტურიზმის ფედერაცია. ჯემალ არობელიძე ასევე არის აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და სპორტული გადაცემა „სტარტის“ ავტორი და წამყვანი. იუბილარს ოლიმპიური მედალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გადასცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში