რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორად და სამართლიანად ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ ფაშისტებს, ამ რადიკალებს, ამ ფესვდო ლიბერალებს. ეს დემონსტრირება იყო კიდევ ერთხელ, რომ არ შეიძლება, ამ უსამშობლოებს ქვეყანა ანდო. ჩვენს ეს უკვე გამოვცადეთ, ვნახეთ 2003 წლიდან 2012 წლამდე. კარგია, რომ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა ამათი როლი, ამოცანა და ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.