„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც მდინარაძე აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.
"შავი ლაქა!
ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!
საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს!
მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცესკოში, შემაჯამებელ სხდომაზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 118-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.