მასტერკლასები „თოფუზის“ ფარგლებში

15 ნოემბერი 2024, 18:29 95 ნახვა

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზი“-ს ფარგლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მასტერკლასი გაიმართა. საფრანგეთიდან მოწვეულმა ანიმატორმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ანიმაციური ფილმების შექმნის ტექნიკა გააცნო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
მაურო კარარო რომელიც ასევე ჟიურის წევრია, ანიმაციური ფილმების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფები ხვალაც არის დაგეგმილი. მიზანი ანიმაციის პოპულარიზაცია და ახალი თაობის დაინტერესება.
ანიმაციური ფილმების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი“ ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვი-არ პროგრამით დაიწყო. ფესტივალზე 40-მდე ქვეყნიდან 110 ანიმაციაა წარმოდგენილი. პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია და 12 კატეგორიას მოიცავს. ფესტივალის დახურვის ცერემონია კი 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში