სოხუმსა და მოსკოვს შორის ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა ჩაიშალა

15 ნოემბერი 2024, 14:43 96 ნახვა

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პარლამენტის სესია, სადაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“  რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდა.

სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურისთვის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი ე.წ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ე.წ ხელისუფლება აღნიშნულ ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში