დებატები ევროპარლამენტში

14 ნოემბერი 2024, 12:05 121 ნახვა

26  ოქტომბერს  საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც  ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.   

ევროპარლამენტართა  ნაწილმა  არჩევნები გააკრიტიკა, რამდენიმემ კი კოლეგებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა და განაცხადეს,  რომ  ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი. 

ევროპარლამენტარებს შორის არიან ისინიც, ვინც არჩევნების პროცესს საქართველოში ჩამოსვლით დააკვირდნენ. 

ნაწილი ამბობს, რომ მათ მნიშვნელოვანი დარღვევები არ შეუნიშნავთ, ნაწილი კი, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში