ტრამპმა ეროვნული დაზვერვისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელები დაასახელა

14 ნოემბერი 2024, 09:43 228 ნახვა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად 43 წლის ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი და ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკოსი ტულსი გაბარდი დაასახელა. მან დემოკრატიული პარტია 2022 წელს დატოვა.

გაბარდს აქვს მცირე გამოცდილება სადაზვერვო საქმის კუთხით და არ იყო მოსალოდნელი, რომ მას ამ პოსტზე წარადგენდნენ. ის ერაყში 2004 წლიდან 2005 წლამდე ჰავაის ეროვნული გვარდიის მაიორის რანგში მსახურობდა და ახლა არის აშშ-ის არმიის რეზერვის ლეიტენანტ პოლკოვნიკი.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტრამპმა რესპუბლიკელი  მეტ გეტსი დაასახელა.  იგი    რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელიც 2017 წლიდან წარმოადგენს ფლორიდის პირველ ოლქს. 42 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დამცველი კაპიტოლიუმში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი