მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ისევე, როგორც საქართველოში მოქმედ, სხვა ტაძრებში, საზეიმო ლიტურგია ჩატარდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.
ქალაქის მთავარ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. ქადაგებისას მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ქრისტიანების ცხოვრებაში მარხვისა და აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს რწმენის გაღრმავებისკენ მოუწოდა.
საზეიმო ღვთისმსახურებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ცეცხლს, რომელიც მორწმუნეებმა იერუსალიმიდან თბილისში გუშინ ღამით ჩამოიტანეს, აჭარაში დღეს საღამოს ელოდებიან.