საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში მიმდინარეობს.
შეხვედრამდე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა თქვეს, რომ მთავარი სასაუბრო თემა იქნება არჩევნები. მათი თქმით, ელჩს მიაწვდიან ინფორმაციას დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, ასევე წარუდგენენ მტკიცებულებებს.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ელჩს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია როგორ ჩატარდა და როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები.