უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 14 პირი

12 ნოემბერი 2024, 12:25 196 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ორი თვის ჩვილია. მანამდე, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს ბავშვების დედა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. იერიშის შედეგად დაშავდა ასევე 14 ადამიანი.

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე დარტყმა გუშინ ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი