„ჩვენ ვართ ევროპა“ - აქცია თბილისში

12 ნოემბერი 2024, 10:08 206 ნახვა

,,ჩვენ ვართ ევროპა“ - აქცია ამ სახელწოდებით  თბილისში,რუსთაველის გამზირზე გაიმართა. აქციაზე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მსვლელობით მივიდნენ.   

დელეგაციის წევრებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

გზავნილების მთავარი შინაარსი ევროინტეგრაციას ეხებოდა. დასავლელი პარტნიორები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ევროპული გაერთიანებისკენ სწრაფვისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში