ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი — შეფასებები

12 ნოემბერი 2024, 14:01 222 ნახვა

ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - ასეთია ოპოზიციური პარტიების პოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ 8 ქვეყნის პარლამენტარის ვიზიტი და საქართველოში გაკეთებული განცხადებები არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აუცილებელი მოთხოვნაა არჩევნების საერთაშორისო გამოძების ჩატარება.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ გუშინ თბილისში გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარე ჩარევები, რომლებზეც აქამდეც მიუთითებდნენ. 

აქ მიაჩნიათ, რომ სწორედ უცხოელი აქტორები წარმართავენ ოპოზიციის საქმიანობას.  

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში