ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს გაზმომარაგება შეეზღუდათ - მიწოდება ხვალიდან ეტაპობრივად აღდგება

12 ნოემბერი 2024, 10:04 1723 ნახვა

დღეიდან ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზმომარაგებაში შეზღუდვაა. ახალ გაზსადენზე დაერთებითი სამუშაოების გამო აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

ბათუმში გაზი არ მიეწოდება 57 ათასზე მეტ აბონენტს, ხელვაჩაური კი სრულად გათიშულია. "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად, ხვალ  დღის 10 საათიდან დაიწყება და სრულად აღდგება 14 ნოემბრის დღის ბოლომდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში