შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
შეკრებილების თქმით, აქციის მიზანია ევროპელ პარტნიორებამდე მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის მიტანა – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ამასთან ორბელიანების სასახლესთან აქციაზე „კოალიცია ცვლილებების“ გარდა იმყოფებიან ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენლებიც.