 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის, ჯეიმს სტავრიდისის პროგნოზით, დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ, სტავრიდისმა "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც იგი ვარაუდობს, პუტინს დარჩება უკრაინის 20%, 80% კი - დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა იქნება.
ნატო-ს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება, სავარაუდოდ, კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ, უკვე, სამ-ხუთ წელიწადში უკრაინას ნატო-ში მიიღებენ.
„ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და ალბათ, ასე, დასრულდება უკრაინის კრიზისი“, – განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            