ფესტივალი „შემოდგომა ქედაში“

09 ნოემბერი 2024, 17:44 430 ნახვა

ქედაში სახალხო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ბენდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. სცენას მოგვიანებით დიჯეი დაიკავებს.
ღონისძიებაზე ფრიდონ ხალვაში სახელობის პარკი სადღესასწაულოდ მოირთო.გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქცია.
წარმოდგენილი იყო ოცამდე მეღვინე და ქედის რამდენიმე სახეობის ღვინის დეგუსტაცია იყო შესაძლებელი. მოეწყო ათივე ადმინისტრაციული ერთეულის კუთხე, სადაც თემისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები და ნივთები წარმოადგინეს. 
ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები. დაიწურა ღვინო და მოეწყო ჭაჭის გამოხდის ინსცენირება, გაიმართა სპორტული  და  ბავშვთა გასართობი აქტივობები. 
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და ფოტოკონკურსის"ტურიზმი ქედაში" გამარჯვებულები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში