ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

09 ნოემბერი 2024, 11:25 215 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ, X-ში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინაში მისი მეხუთე ვიზიტია და ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის რანგში უკანასკნელი იქნება.

„უკრაინის მიმართ, ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო ჩემი მანდატის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი