პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს შეხვდა 

08 ნოემბერი 2024, 10:58 224 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან აუდიენციის დროს. ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში შეხვდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში