ევროპის პოლიტიკური საზოგადოება უნგრეთშია. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მასპინძლობს ბუდაპეშტი , სადაც იმყოფება დელეგაცია საქართველოდან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე ვრცელი მოხსენებით წარსდგა, რომელიც ეხებოდა როგორც ევროპის კონტინენტზე ენერგოუსაფრთხოების საკითხს, ასევე უსაფრთხო მარშრუტებს, ბაზრების დივერსიფიცირებასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხს.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სატრანზიტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორად ფართო რეგიონში. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილინფრასტრუქტურული პროექტებზეც რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.