საქართველო ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე

07 ნოემბერი 2024, 10:58 235 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.  ღონისძიებაზე  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.

ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრებზე   განიხილება  საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურების ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.  გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ პირისპირ   ფორმატში შეხვედრები გამართონ როგორც ბრიტანულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 

გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში