საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
"პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს ირაკლი კობახიძე.
წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა კი ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა.