სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

05 ნოემბერი 2024, 13:43 281 ნახვა

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების განცხადებით,  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გაშვებით კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაცია მოახდინა და, რომ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ფხენიანს დაეკისრება.

„ჩვენ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას ვაფასებთ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის აშკარა დარღვევას და იგი უნდა შეწყდეს, რადგან საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გაზრდას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.

დღეს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე შვიდი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა დაგმო მისი მოწინააღმდეგეების სამხედრო წვრთნები  აშშ-ს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში