თბილისში, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იწყება

04 ნოემბერი 2024, 19:11 260 ნახვა

ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციისთვის ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც დაანონსებული იყო, ისინი სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ. 

სავარაუდოდ, აქცია იქნება პერმანენტული და პარლამეტის წინ შესაძლოა ვიხილოთ კარვები. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხცადებენ, აქციის მიზანი ახალი არჩევნების დანიშნვაა. როგორც „კოალაცია ცვლიებებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია დრეს არის კონსოლიდირებული.

„ოპოზიციური ჯგუფების ლიდერებს გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, არამედ ადამიანური ვალდებულებაც, რომ ჩვენი ყოველდღიური აქტიურობით აღვადგინოთ სამართლიანობა და ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, საქართველოსთვის დამოუკიდებელი და ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას თბილისმა. ყველაზე დიდი გაყალბების მასშტაბი ამ ქალაქში იყო. ამის მიუხედავად, არ ეყოთ. ძალიან მაგარი ამბავია, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფი არის კონსოლიდირებული თქვენს გარშემო და მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური, მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით, თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი