წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა

02 ნოემბერი 2024, 10:02 413 ნახვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა.1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხარჩილავა იყო ერთადერთი ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც კენჭისყრაში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში