საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის 1170 საჩივარია შეტანილი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
როგორც ცესკოში აცხადებენ, წარდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებ-გვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს.