„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის განცხადებით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.