საჩივრების განხილვა 79-ე ოლქი

30 ოქტომბერი 2024, 20:33 286 ნახვა

ბათუმის 79- საოლქო საარჩევნო კომისიამ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით შესული 70 მდე საჩივრიდან 4 დააკმაყოფილა, მეთხუთმეტე უბანზე გადასატანი ყუთით კომისიის წევრებმა ხმის მიცემის უფლება პირს რეგისტრაციის გარეშე მისცეს , გადასატანი ყუთის ხმები უბანზევე გაბათილდა , თუმცა დისციპლინური სასჯელის სახით გაფრთხილება მიიღეს კომისიის წევრებმა ,რაც მომდევნო არჩევნებში მათ კომისიის წევრობას უზღუდავთ, კომისიის თავმჯდომარემ კი შენიშვნა მიიღო, ასევე დისციპლინური ზომა მიიღეს და დააკმაყოფილეს საჩივრები პერიმეტრს მიღმა კომისიის თავმჯდომარის გასვლასთან დაკავშირებით ,ასევე 64 უბანზე დათვლილ შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის დაფიქსირების გამო ამავე უბნის მდივანს მისცეს გაფრთხილება, თუმცა ამ უბნის შედეგები დისბალანსის გამო საჩივრების განხილვამდეც გადაითვალეს და გაასწორეს.
სხდომის მიმდინარეობისას იყო კამათი იმასთან დაკავშირებით , რომ ოლქის თავმჯდომარე საჩივრებთან დაკავშირებით ითხოვდა მტკიცებულებებს,რისი წარმოდგენაც დამკვირვებლების განცხადებით შეუძლებელია.

საჩივრების განხილვის პროცესი დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ,რომელმაც აღნიშნა, რომ მის მიერ შეტანილ საჩივრებზე სამართლიანი და ობიექტური განხილვა არ მიმდინარეობდა.

საჩივრები ,რომლებიც არ დაკმაყოფილდა ეხებოდა ფარულობის დარღვევის ფაქტებს, ასევე აღნიშნული იყო ,რომ ფიქსირდებოდა ზოგიერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიწოდებისა და მარკირებული ადამიანებისთვის ხმის მიცემის უფლების ფაქტები.

საჩივრების განხილვას როგორც ადგილობრივი ,ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ.
დარჩენილია განსახილველი 50 -მდე საჩივარი ,რომლების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არის ბათუმის ოლქში დაწერილი,ასეთი საჩივრების განხილვა სავარაუდოდ ხვალ დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში