„მგონია, რომ ოპოზიცია სერიოზულად კი არ აპროტესტებს რამეს, არამედ ხელისუფლებასთან ლაგდება“ - იაგო ხვიჩია

30 ოქტომბერი 2024, 19:40 342 ნახვა

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპოზიციის არგუმენტები არადამაჯერებელია „ბევრმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ბიულეტენის მეორე მხრიდან ჩანდა, ვის მისცა ხმა. ეს ერთადერთი მგონია, რომ ოპოზიცია სერიოზულად კი არ აპროტესტებს რამეს, არამედ ხელისუფლებასთან ლაგდება.  სწორი არგუმენტია, რომელიც საჯარო სივრცეში გახმოვანდა. ამაზე ვსაუბრობდით და ველოდებოდი, რომ ეს არგუმენტი გაჩნდებოდა. რასაც საია ამბობს, ეს სამართლებრივად სწორია. კანონში არჩევნების ფარულობაზე ჩანაწერი არსებობს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული არგუმენტი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი,

„მდინარაძემ თქვა, რომ მზად ვართ, გავხსნათ და ბიულეტენები გადავთვალოთო. მგონი, სწორედ ამის დრო ჩნდება. ეს დარღვევა არსებითია. ეს ყველაფერი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი, რაც ახლა ყუთებში ყრია. თუ ეს არსებითია, მაშინ საია-ს მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია და არჩევნებია შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. სხვა რაღაცებზე ყვირილს თავი უნდა დაანებონ და ეს მიმართულება უნდა გააძლიერონ, მაგრამ მგონია, რომ ახლა ოპოზიცია ხელისუფლებასთან ლაგდება და არა სერიოზულად რაიმეს აპროტესტებს. ეს არის ცრუ რევოლუციის პროცესი. ცესკო იყო პასუხისმგებელი არჩევნების სწორად ჩატარებაზე და ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს მოსთხოვონ, ეს დარღვევა რატომ არ გააპროტესტა, თავად რომ ნახეს, რატომ არ გამოასწორეს თუნდაც იმით, რომ კალმები შეეცვალათ? ბიულეტენები სანახავია, რამდენი პროცენტია იდენტიფიცირებადი. თუ ორი პროცენტია, აზრი არ აქვს. თუ ნახევარზე მეტ ბიულეტენზე არჩევანი ჩანს, მაშინ ფარულობა დარღვეულია და თავიდან უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი