ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს - ცესკო

30 ოქტომბერი 2024, 14:39 261 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, სადაც  დღეს მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ზეწოლა მიმდინარეობს ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნის წევრებზე. ნათია იოსელიანის თქმით, ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები.

ნათია იოსელიანი ამბობს, რომ შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს ასევე სოციალურ ქსელებში. მისი ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება, როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე,  უწყების ოფიციალურ ვებგვრედებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის  განცხადებით,  ცესკო ყოველთვის დაიცავს მისი კოლეგების უფლებებს და ნებისმიერი, კანონსაწინააღმდეგო ზარი თუ შეტყობინება  შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებში  გადაიგზავნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი