დღეს დილით, თამარის დასახლებაში, დადიანის 17 ნომერში მდებარე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი, ოთხსართულიანი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა.
დამწვარია საცხოვრებელის სახლის 15 კვადრატული მეტრის ფართობი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ცეცხლი მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს, ხანძრის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა