ხვიჩა კვარაცხელიამ მეასე მატჩი „მილანთან“ გოლით აღნიშნა 

30 ოქტომბერი 2024, 08:52 242 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ ფორმით ჩატარებულ მე-100 შეხვედრაში გუნდს „მილანის“ დამარცხებაში დაეხმარა. მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი „მილანს“ კი მეხუთე წუთზე ლუკაკუმ გაუტანა. 43-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, ორ მცველს გასცდა და საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი, ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სერია A-ში გამართული 10 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 25 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და კონკურენტ „ინტერს“ 7 ქულით გადაასწრო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია „მილანთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი