საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღეს, დაე, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს - პაპუაშვილი

30 ოქტომბერი 2024, 10:25 242 ნახვა

დიდი პატივია თურქეთის რესპუბლიკის დღის 101-ლი იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა. ეს დღე თურქი ხალხის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს და, ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და დემოკრატიის მყარი ღირებულებების აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს ხანგრძლივი ურთიერთობა, კულტურული გაცვლებისა და საერთო ინტერესების ისტორია აკავშირებთ.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან საქართველო და თურქეთი ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.

„ფასდაუდებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც თურქეთსა და მის ხალხთან ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საქართველოს ერთგულება. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთპატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა, რადგან ჩვენ ავაშენეთ ხიდები, რომლებიც ყველა შესაძლო მიმართულებით აკავშირებს ჩვენს ხალხებს. დღეს ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროს მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი