სოციალური სახლის მშენებლობა კაპრეშუმში 

29 ოქტომბერი 2024, 14:09 233 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სოფელში, 9 სართულიან, თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში, 90 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას.

ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სოფელ ერგეში 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

ამ ეტაპზე აშენებულია შენობის სამი სართული. ახალ სოციალურ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია 4 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინები გადაეცათ 112 ეკომიგრანტ ოჯახს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი