ქობულეთში ხუთი საარჩევნო უბანი ხელახლა გადათვალეს

29 ოქტომბერი 2024, 14:01 393 ნახვა

ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული 5-საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა ითვლიან  ქობულეთში. პროცესი ამ წუთებში ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისაში მიმდინარეობს. 

უბნების ხელახალი გადათვლის პროცესს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ესწრებიან. ამბობენ, რომ პროცესის მიზანია,  არჩევნების ობიექტურობის კიდევ ერთხელ დადგენა და  იმ ეჭვების გამორიცხვა, რომ  უბნებზე ხმების მიცემის პროცესი არ იყო დაცული და ობიექტური.

ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული უბნების გადათვლა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პირველად განხორციელდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში