არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე ენმ-ს წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა

16 ნოემბერი 2024, 12:34 267 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და საღებავი შეასხა.

დაპირისპირება რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ, კირთაძისთვის მიკროფონის გათიშვას მოჰყვა.

კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ხარ შავი ლაქა“. რის შემდეგაც. ოპოზიციონერმა ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი საღებავი შეასხა.

ინცდენტის გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

შემაჯამებელი სხდომა კალანდარშვილმა ახვეუილი თვალით გააგრძელა. სავარაუდოდ, ცესკოს თავმჯდომარეს საღებავის შესხმის შედეგად, თვალი დაუზიანდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში