ვენესუელის პრეზიდენტის განცხადება

29 ოქტომბერი 2024, 08:33 176 ნახვა

საქართველოში არჩევნების შემდეგ აშშ მათ საშინაო საქმეებში ერევა, თითქოს კოლონიაზეა საუბარი, თანამედროვე მსოფლიოში ეს არავის ესმის და ამის დანახვა არავის უნდა, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა.

წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები. გასულ კვირას მათ მოიპოვეს სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება, მოიპოვეს საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%. რას ამბობს შეერთებული შტატები?

„მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების განმეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ - აღნიშნა მადურომ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი