რუსულმა ძალებმა ხარკოვი და კრივი რიჰი დაბომბა, არის მსხვერპლი - უკრაინული მედია

29 ოქტომბერი 2024, 10:19 302 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ქალაქები ხარკოვი და კრივი რიჰი დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ხარკოვზე რუსული მართვადი რაკეტებით  თავდასხმის შედეგად  განადგურებულია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ე.წ. დერჟპრომის შენობის დიდი ნაწილი, რომელიც  1920-იანი წლებით თარიღდება. მას საბჭოთა კავშირის პირველ ცათამბჯენს უწოდებდნენ.  თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი. 

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქვეყნის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში, კრივი რიჰშიც. დაიღუპა ერთი ადამიანი. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი  და სამედიცინო კლინიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში