უხვი ნალექის გამო, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მალევე იქნა ლიკვიდირებული.
უწყების განმარტებით, ყველა მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.