წინა არჩევნებთან შედარებით მაღალია ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა. ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე არის რიგები. რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება მეცხე საარჩევნო უბანზე, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელთა ნაწილი გააძევეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.