საპარლამენტო არჩევნებს 111 ადგილობრივი და 76 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

26 ოქტომბერი 2024, 08:45 242 ნახვა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

მათ შორის: „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის“ (OSCE/ODIHR) 683 დამკვირვებელი, „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის“ (OSCE PA) 75 დამკვირვებელი, „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში“ - 95 დამკვირვებელი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) - 75 დამკვირვებელი, „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) - 54 დამკვირვებელი, „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა“ (NATO PA) - 38 დამკვირვებელი, „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“- 67 დამკვირვებელი.

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლები პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით ირჩევს.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში