დღეს 26 ოქტომბერია არჩევნების დღე, მოქალაქეები ვირჩევთ საქართველოს პარლამენტს და აჭარაში პარლამენტთან ერთად წარმომადგენლობით ორგანოს. საქართველოს პარლამენტში ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი 21 დეპუტატს შესაბამისად აჭარაში მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დახვდებათ თუმცა ორ სვეტად . ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით აჭარაშიც არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ისტორიაში პირველად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.