დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან - შალვა პაპუაშვილი

25 ოქტომბერი 2024, 13:50 198 ნახვა

ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები ან წამყვანი თანამდებობის პირები ან ოპოზიციის აქტივისტები ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. ორგანიზაციების 16% კი პირდაპირ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.

„ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ენჯეოები, გარკვეული ჯგუფი, წახალისებული ენჯეოებისგან, არიან პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე არის ერთ-ერთი პრობლემა.

„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო რაღაც ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა საქართველოს მოქალაქეების. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი