სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს

24 ოქტომბერი 2024, 21:29 262 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვებას ვარაუდობს. მისი ტქმით სხვა შედეგი მოცემული რეალობიდან არ უნდა მივიღოთ. 

ექნება თუ არა ქართული ოცნების დამფუძნწებელ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამის შესახებ კონკრეტული მოცემულობა არ არის.

“მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.

გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში