შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა

24 ოქტომბერი 2024, 18:00 309 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური გაეცნო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში