''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა'' სიებში ე.წ. მკვდარ სულებზე საუბრობს

24 ოქტომბერი 2024, 14:01 221 ნახვა

ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ „ქართულ ოცნებას“   “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში“ და ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილების არსებობაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

საარჩევნო პრესსპიკერის ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, აჭარის  საჯარო სკოლებში, დირექტორებმა მშობლებს, სხვადასხვა მიზეზით პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მიატანინეს და უკან აღარ უბრუნებენ.  ერთ-ერთი ასეთი ქაშიბაძის მტკიცებით, სოფელ აჭარისწყლის სკოლაა.

ამის გარდა, ოპოზიციაში საუბრობენ ასევე ე.წ. „მკვდარ სულებზე|“  და აცხადებენ, რომ ოჯახებს გარდაცვლილი წევრების სახელზე ამომრჩეველთა ბარათები მისდით. ასეთ უბნად დაასახელეს ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანი, სადაც მათი ინფორმაციით, რამდენიმე გარდაცვლილი პირია სიაში. 

ოპოზიციის ბრალდებას  ე.წ-ულ მკვდარ სულებთან  დაკავშირებით ბათუმის 79-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს და განმარტეს, რომ საარჩევნო სიის ფორმირების შემდეგ გარდაცვლილი პირები შესაძლოა რომელიმე უბანზე ფიქსირდებოდნენ,  თუმცა მათ ნაცვლად ხმას ვერავინ მისცემს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი